ქსელი

OceanNet არის დამოუკიდებელი NVOCC ოპერატორი, რომელიც მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზრები არ წარმოადგენენ ჩვენთვის საიდუმლოს. როგორც აღვნიშნეთ, OceanNet მუშაობს კვალიფიციურ და გამოცდილ პარტნიორებთან ერთად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გლობალური ქსელი და შეგვიძლია შევასრულოთ დამკვეთის ყველა მოთხოვნა.

OceanNet არის დამოუკიდებელი NVOCC ოპერატორი, რომელიც მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზრები არ წარმოადგენენ ჩვენთვის საიდუმლოს. როგორც აღვნიშნეთ, OceanNet მუშაობს კვალიფიციურ და გამოცდილ პარტნიორებთან ერთად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გლობალური ქსელი და შეგვიძლია შევასრულოთ დამკვეთის ყველა მოთხოვნა.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს ქსელს. OceanNet მუდმივად აუმჯობესებს თავისი აგენტების ქსელს. ჩვენ ასევე 24/7-ზე ვაქცევთ ყურადღებას ჩვენს სატრანსპორტო ქსელს და პარტნიორებს. სადაც შესაძლებელია, იმ სფეროებში ვფართოვდებით. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საუკეთესო ქსელი. OceanNet მუდმივად აქტიურობს საკვანძო საპორტო ქალაქებში კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კონტაქტების მოსაპოვებლად. ჩვენი გლობალური ქსელი ყოველდღე უნდა გაუმჯობესდეს და წინა დღეზე უკეთესად ფუნქციონირებდეს! ეს ასევე „გადაზიდვა +“-ის მისიაა.

უმეტესად ჩვენი გადაზიდვები ხდება როტერდამიდან, ანტვერპენიდან, ბრემერჰავენიდან, ჰამბურგიდან, შანგჰაიდან, ცინდაოდან, ჯექსონვილიდან, ჰიუსტონიდან და ზეებრუგედან.

გარდა ამისა, OceanNet-მა, ბოლო 35 წლის განმავლობაში, კავკასიაში ძალიან ფართო ინტერესი განავითარა (კერძოდ საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში). ლოგისტიკის ინდუსტრიაში ჩვენ მოვიაზრებით, როგორც სპეციალისტი მსოფლიოს ამ ნაწილში, ამ უნიკალური ბაზრისთვის. OceanNet არის ერთერთი იმ რამდენიმე მსოფლიო დონის გადამზიდებს შორის, რომელსაც შეუძლია თავისუფლად უზრუნველყოს ტრანსპორტირება მთელ კავკასიაში.

ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ როტერდამის რეგიონში ჩვენი სათაო ოფისის გარდა, ჩვენ ასევე გვაქვს რამდენიმე ფილიალი, მათ შორის აშშ-ში, აზიასა და კავკასიაში (საქართველოში და აზერბაიჯანში). ტრანსპორტირება აღნიშნულ რეგიონებში და ადგილობრივად, რეგიონების შიგნით, მუდმივად იზრდება. ამ რეგიონებში ჩვენი ცოდნის და გამოცდილების წყალობით, OceanNet-ს შეუძლია უზრუნველყოს საუკეთესო მომსახურება რეგიონებში, ე.წ. STAN ქვეყნებში.

შესაბამისად, უფლებამოსილებით შეგვიძლია განვაცხადოთ: OceanNet არის გლობალური გადამზიდი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებას დამატებითი უპირატესობებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის გადაზიდვა +.

ტვირთის გადაზიდვის ყოველ მოთხოვნას ჩვენ სრული სერიოზულობით და პროფესიონალიზმით ვეკიდებით. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ოპტიმალურ და ეფექტურ გადაწყვეტას, როგორც სტანდარტული, ასევე ინდივიდუალური შემოთავაზებით.
თქვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ OceanNet-ის მოქნილობა არის ყოველი მომხმარებლის მოთხოვნის მიღწევის საფუძველი. ყველა მომხმარებლის სურვილის რეალობად ქცევა – ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ჩვენ ვართ ტოტალური გადაწყვეტის პროვაიდერი.
ამგვარად, OceanNet-ში ვერასდროს გაიგებთ პასუხს „არა“! ჩვენ ყოველთვის თქვენს სამსახურში ვართ! ჩვენ არ ვართ ბიუროკრატიზმის მომხრე.OceanNet მხარს უჭერს პირდაპირ კომუნიკაციას ყველაფერში. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ჩვენს კლიენტებს მოვემსახუროთ ლოკალურად, თავიანთ მშობლიურ ენაზე.
რაც არ უნდა მოხდეს, თქვენს ტვირთს სათანადო ყურადღება სჭირდება. თქვენ უნდა იყოთ კმაყოფილი ჩვენი მომსახურებით. არც მეტი, არც ნაკლები. ეს არის ჩვენი მიზანი, ყოველი დღის ყოველ წუთს OceanNet-ში!