ქარ
მოგესალმებით

OceanNet.- დამოუკიდებელი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს თქვენი ტვირთის გადაზიდვა თქვენს მიერ მითითებულ ნებისმიერ დანიშნულების ადგილზე!

გჭირდებათ ტრანსპორტირება? საქონლის ან პროდუქტის გადაგზავნა? გსურთ მოკლე ვადაში ჩატევა და სწრაფი მომსახურება? ეძებთ ოპტიმალურ ხარისხს? სანდო პარტნიორს?

ასეთ შემთხვევაში თქვენი ერთადერთი არჩევანია OceanNet – პარტნიორი , რომელიც დანაპირს სავსებით ასრულებს, რომელზეც დაყრდნობა თავისუფლად შესაძლებელია, რომელიც 100%-იანად მიხედავს ყველაფერს და არასოდეს გაგიცრუებთ იმედს: OceanNet: თქვენგან ყველა მიმართულებით!

გაიგე მეტი >

გადაზიდვა+

უბრალოდ ოდნავ უკეთესი, უფრო პირადული, უფრო მეგობრული, მეტი მომსახურება და უკეთესი შედეგები. ჩვენ ამას წარმოვადგენთ და ეს უბრალოდ ჩვენს დნმ-შია. ჩვენ ვართ OceanNet!
OceanNet უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის სწრაფ, ეფექტურ და პროფესიონალურ ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს არის მიზეზი, რატომაც ვეძახით „გადაზიდვა+“-ს.

გაიგე მეტი >

ტვირთის გადაზიდვის ყოველ მოთხოვნას ჩვენ სრული სერიოზულობით და პროფესიონალიზმით ვეკიდებით. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ოპტიმალურ და ეფექტურ გადაწყვეტას, როგორც სტანდარტული, ასევე ინდივიდუალური შემოთავაზებით.

თქვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ OceanNet-ის მოქნილობა არის ყოველი მომხმარებლის მოთხოვნის მიღწევის საფუძველი. ყველა მომხმარებლის სურვილის რეალობად ქცევა – ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ჩვენ ვართ ტოტალური გადაწყვეტის პროვაიდერი.

ამგვარად, OceanNet-ში ვერასდროს გაიგებთ პასუხს „არა“! ჩვენ ყოველთვის თქვენს სამსახურში ვართ! ჩვენ არ ვართ ბიუროკრატიზმის მომხრე.OceanNet მხარს უჭერს პირდაპირ კომუნიკაციას ყველაფერში. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ჩვენს კლიენტებს მოვემსახუროთ ლოკალურად, თავიანთ მშობლიურ ენაზე.

რაც არ უნდა მოხდეს, თქვენს ტვირთს სათანადო ყურადღება სჭირდება. თქვენ უნდა იყოთ კმაყოფილი ჩვენი მომსახურებით. არც მეტი, არც ნაკლები. ეს არის ჩვენი მიზანი, ყოველი დღის ყოველ წუთს OceanNet-ში!

Design arrows yellow

ჩვენს შესახებ

უკვე 35 წელზე მეტია, OceanNet არის წამყვანი სახელი სატრანსპორტო სექტორზე. OceanNet დაარსდა 1988 წელს, ჰოლანდიელი ვან დენ ჰილის ოჯახის მიერ. OceanNet არის ერთ-ერთი პირველი კერძო გადამზიდი ნიდერლანდებში, რომელმაც წარმატებით გახსნა გზა კავკასიისკენ.

ამჟამად, 2023-ში, კომპანია კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას ვანდენჰილის მეორე თაობის ხელმძღვანელობით და მას თავში უდგას დამფუძნებლის შვილი.

25 წელზე მეტია, რაც OceanNet-მა მოიპოვა საკუთარი რეპუტაცია ინდუსტრიაში, განსაკუთრებული დონის მომსახურების შეთავაზებით, როგორც ოჯახის ბაზაზე შექმნილი კომპანია, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას და გააჩნია პრაქტიკული, „როტერდამული” მიდგომა.
OceanNet-ში, ყველა ცალკეული მომხმარებელია და არა უბრალოდ რიცხვი!

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ერთ-ერთ დიდ სოფელში — პაპენდრეხტში, რომელიც მდებარეობს ზუსტად როტერდამის პორტის ქვემოთ.
OceanNet-ს ასევე აქვს რამოდენიმე ფილიალი კავკასიაში, მათ შორის საქართველოში (თბილისში, ბათუმში და ფოთში) და აზერბაიჯანში (ბაქოში). OceanNet ასევე ოპერირებს ჩინეთსა და ამერიკიდან. რა თქმა უნდა, როდესაც საკითხი ეხება ტრასპორტირებას, კომპანია მთლიან ევროპაზეა ფოკუსირებული.

OceanNet არის 100%-იანად დამოუკიდებული NVOCC ოპერატორი, რომელსაც აბსოლუტურად უპრობლემოდ შეუძლია კონტეინერების გადაზიდვა მთელ მსოფლიოში.
სატრანსპორტო ბიზნესის ქვაკუთხედს წარმოადგენს საქონლის გადაზიდვა „ა”-დან „ბ” პუნქტში. აშკარაა, რომ OceanNet ამაზე ბევრად მეტს აკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იწყება ოპტიმალური მომსახურებით, ხოლო OceanNet-ში კი მომსახურების დონე სტაბილურად უმმაღლესია, შესაბამისად მომხმარებელს არ უწევს რამეზე დარდი.

გლობალური ქსელის და გამოცდილი პარტნიორების გარდა, OceanNet-ს ასევე შეუძლია დაეყრდნოს ფართო გამოცდილების, უნარის და ცოდნის მქონე პროფესიონალებს. ზუსტად ამას გულისხმობს სახელი „გადაზიდვა+“!

OceanNet-ის წარმატება იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ. მათ იციან, თუ რა მოლოდინია მათგან: თავდადებული ძალისხმევით და მიზნის მიღწევის სურვილით თქვენი საუკეთესო ინტერესების დაცვა. თითოეულ გამოცდილ და კვალიფიციურ თანამშრომელს გათვითცნობიერებული აქვს ის ფაქტი, რომ მისი კმაყოფილება თქვენს კმაყოფილებაზეა დამოკიდებული. ეს არის ხალხი, ვისაც თქვენ, მომხმარებელი, პროფესია და ჩვენი კომპანია ძალიან უყვარს.

თუმცა OceanNet-ის წარმატებას კიდევ სხვა მრავალი ფაქტორი განაპირობებს: სწრაფი მომსახურება, მოქნილობა, მომხმარებლის მოთხოვნების გაცნობიერება და სპეციალისტების ღრმა ცოდნა იმ სექტორებში, რომლებშიც მომხმარებელი ოპერირებს. ჩვენთან ჭარბობს ოჯახური კომპანიის ტიპიური სულისკვეთება. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით და ჩვენი აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ OceanNet-ში მომხმარებელი არის ინდივიდი და არა უბრალოდ რიცხვი.

OceanNet არის გამოკვეთილი გლობალური სპეციალისტი “Flat Rack” კონტეინერებში და წამყვანი ტრანსპორტიორი კავკასიის ფარგლებში (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი). ჩვენ წარმოვადგენთ ბევრი კომპანიისთვის დამაკავშირებელ ხიდს, ვუმარტივებთ საქმეს ჩვენს მომხმარებელს და თავს ვართმევთ ყველაფერს თავიდან ბოლომდე. OceanNet არის საავტომობილო სექტორთან დაკავშირებული ტრასპორტირების ექსპერტი: იქნება ეს ტრაილერი თუ ლამბორგინი დიაბლო, OceanNet გაართმევს საქმეს თავს!

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით ამ 35 წლის მანძილზე. როდესაც საკითხი ეხება ტრანსპორტირებას და ყველაფერს მის გარშემო, ჩვენ ვართ დამსახურებულად ნომერი ერთი კომპანია კავკასიაში. ჩვენ გვსურს ამ პოზიციის შენარჩუნება და ჩვენი „გადაზიდვა+“ ხედვის გაზიარება დანარჩენ მსოფლიოსთან.

OceanNet ჩართულია ახალი ზღვის პორტის მშენებლობაში, რომელიც სამომავლოდ ანაკლიაშია დაგეგმილი. სამწუხაროდ ეს პროექტი ჯერ კიდევ კაპიტალის ჩადების მოლოდინშია. ანაკლიის ზღვის პორტის საბოლოო გახსნა ხელს შეუწყობს უძველესი და ფართოდ ცნობილი აბრეშუმის გზის აღდგენას. მოსალოდნელია, რომ ანაკლიის ზღვის პორტი გახდება ჩინეთსა და ევროპას შორის კონტეინერების გადაზიდვის ცენტრი და ახალი აბრეშუმის გზის კერა.

OceanNet: თქვენგან ყველა მიმართულებით!

Design arrows yellow

ფილოსოფია

OceanNet უპირატესობას ანიჭებს პირად კონტაქტს და შეთანხმების დაცვას. ჩვენ გვაქვს ახლო, პირდაპირი და პატიოსანი ურთიერთობა ჩვენს მომხმარებლებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველა ჩვენ აგენტთან.

ჩვენ ვცდილობთ გავერკვიოთ ჩვენი კლიენტების ბიზნესის ყველა დეტალში. ასე რომ, რომ ჩვენ ვიცით რაზე ვსაუბრობთ, ვიცით რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და შეგვიძლია ოპტიმალურად დავხვდეთ იმ სურვილებს და გართულებებს, რომლებიც შესაძლოა მომხმარებელს შეხვდეს თავის სექტორზე ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების სფეროში.

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, ცოდნა და უნარი იმის გარანტიას იძლევა, რომ, როდესაც საკითხი ეხება ნებისმიერი ტიპის ტვირთის ტრანსპორტირებას, თქვენ და ჩვენ არასდროს გვემუქრება ნებისმიერი სახის უსიამოვნო სიურპრიზი.

OceanNet-ში თქვენი ტვირთი 100%-ით დაცულია და საიმედო გუნდის ხელშია. OceanNet ზრუნავს იმაზე, რომ თქვენ არ დაგჭირდეთ ბევრი ფიქრი თქვენს ტვირთზე. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს, ასე რომ შეგიძლიათ მოეშვათ!

OceanNet უზრუნველყოფს პროფესიონალურ მიწოდებას მსოფლიოს გარშემო თქვენი მოთხოვნებისა და ზოგადი წესების სრული დაცვით. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენს მოხმარებელს სრული სიწყნარე მივანიჭოთ და დავანახოთ, რომ OceanNet არის საუკეთესო მომსახურების პროვაიდერი გადაზიდვის სექტორზე.

შეგიძლიათ ამას ჩვენი მისია დაარქვათ!

Design arrows black

ისტორია

35 წელზე მეტია, რაც OceanNet წამყვანი სახელია გადაზიდვის ბიზნესში. OceanNet-მა დაიწყო, როგორც მცირე ნიშაზე გასულმა მონაწილემ, რომელიც აქცენტს აკეთებდა კავკასიის რეგიონზე, ხოლო შემდეგ განვითარების შედეგად სახელი გაითქვა, როგორც გლობალურად მოქმედმა, დამოუკიდებელმა ექსპედიტორმა. ჩვენი კომპანიის სათაო ოფისი დაარსებიდან დღემდე მდებარეობს პაპენდრეხტში, როტერდამთან ახლოს.

კომპანია დააარსა ერიკ ვან დენ ჰილმა 1988 წელს. OceanNet იყო ერთერთი პირველი კერძო ექსპედიტორი ჰოლანდიაში, რომელმაც გზა გახსნა კავკასიის რეგიონისკენ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამჟამად მოქმედია მთელს მსოფლიოში და იმპორტი ამერიკასა და ჩინეთიდან (ნედერლანდების, ბელგიის და საფრანგეთის მიმართულებით) ძალიან გაზრდილია, კავკასიის რეგიონი ჯერ კიდევ არის ინტეგრალური სპეციალიზაცია OceanNet-ისათვის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ OceanNet გლობალურად წამყვანი სახელია, როდესაც საკითხი ეხება ტრანსპორტირებასა და ლოგისტიკას კავკასიის რეგიონიდან თუ კავკასიის რეგიონში.

2011 წელს, უფროსი ვან დენ ჰილის ვაჟებმა, არტურმა და ბარიმ, თავის თავზე აიღეს OceanNet-ის ყოველდღიური ოპერაციების მართვა. ორივე ძმის ინსპირაციული მმართველობის ქვეშ OceanNet-მა განიცადა უაღრესი ზრდა მომხმარებლის, თანამშრომლების, ბრუნვის, ტვირთის ტრანსპორტირების და ლოკაციების მრავალფეროვნების თვალსაზრისით.

ფაქტიურად, OceanNet-მა გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი წინ. მძიმე სამუშაო იყო, რომელსაც კომპანია ენთუზიაზმით, ენერგიითა და პოზიტივით დახვდა.

ამ წლების განმავლობაში კომპანიის პროგრესირების გზაზე არასოდეს მომხდარა რაიმე ისეთი, რასაც შეეძლო რეალურად ხელის შეშლა, გარდა მოულოდნელი შემთხვევისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2015 წელს. ორგანიზაცია უკიდურესად შოკირებულია არტურის ტრაგიკული, სრულიად მოულოდნელი სიკვდილით. სიკვდილისათვის არტური იყო ძალიან ახალგაზრდა, მხოლოდ 38 წლის. ეს არის და ყოველთვის იქნება შავი ლაქა OceanNet-ის ისტორიაში; უდიდესი დანაკლისი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბარი და OceanNet-ის ყველა თანამშრომელი ძლიერად შეხვდა გასაჭირს. ყველამ, კოლექტიური ძალისხმევით, განახორციელეს არტურის, ბარისა და ერიკის ოცნების რეალობაში ასახვა. ამ ოცნებას ჯერ კიდევ ყველა იზიარებს OceanNet-ში. ეს არ არის რთული ოცნება; მხოლოდ ერთ კომპანიას შეუძლია მიაღწიოს „გადაზიდვა +“ -ს: ეს არის OceanNet!

პროფესიონალთა გუნდი ყოველდღიურად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ OceanNet არის უნიკალური, მომხმარებელზე ორიენტირებული და პროფესიონალური ოჯახის ბიზნესი. ერიკ ვან დენ ჰილმა მთლიანად მიატოვა თავისი საქმიანობა და ახლა ბარი ყოველდღიურად მართავს OceanNet-ს.
2016-ში ბარი გახდა OceanNet-ის 100%-იანი მფლობელი. ცოტა ხნის შემდეგ, სტეფან იონკმანი, რომელიც პატარა ასაკიდან მუშაობდა OceanNet-ში, შეუერთდა დირექტორთა საბჭოს

მთავარი, რა თქმა უნდა, გუნდია. ყველას აქვს საკუთარი როლი და ერთიანი ძალისხმევით OceanNet გადაიქცა წამყვან საერთაშორისო სახელად.
OceanNet წარსულს პატივისცემით იხსენებს, მყარად დგას ორივე ფეხზე აწმყოში და მზად არის მომავლისთვის!