ჩვენი გუნდი

ჩვენი სპეციალისტების გუნდი თქვენს სამსახურშია 24/7 განმავლობაში, რათა დაგეხმაროთ ნებისმიერ ლოგისტიკურ მოთხოვნებსა და შეკითხვებში. ჩვენ ვართ თქვენი პარტნიორი ყველა თქვენს გლობალურ ლოგისტიკურ საკითხში.

გსურთ საქონლის ტრანსპორტირება“-დანპუნქტში? OceanNet იზრუნებს ამაზე სწრაფად, ნაყოფიერად და ეფექტურად. ჩვენ პროფესიონალებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: შეასრულონ დანაპირები, შეასრულონ ყველა შეთანხმება!

ჩვენი პერსონალი კარგად არის გათვითცნობიერებული იმ ქვეყნის შესახებ, სადაც თქვენ გზავნით ტვირთს. ადგილობრივი მდგომარეობის, წესების და კანონმდებლობის ცოდნა, ისევე, როგორც ბევრი სხვა ასპექტის ცოდნა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ტრანსპორტირებაზე, საკმაოდ მნიშვნელოვანია. კავკასია და მისი ეგიონები ჩვენთვის არ წარმოადგენს იდუმალ მხარეს, რადგან ჩვენ გვაქვს იქ ჩვენი ფილიალები.

ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ Heart Foundation-ს (გულის ფონდს) და ჩვენი თანამშრომლები ხშირად იღებენ სხვადასხვა სახის ადგილობრივ ინიციატივებში მონაწილეობას. სადაც შესაძლებელია, ყველგან ვცდილობთ დახმარების გაწევას. ასევე ჩვენი კომპანია არის დრეხშტრეეკის და პაპენდრეხტის საფეხბურთო კლუბების სპონსორი.

იხილეთ ჩვენი პერსონალის სია:

ტვირთის გადაზიდვის ყოველ მოთხოვნას ჩვენ სრული სერიოზულობით და პროფესიონალიზმით ვეკიდებით. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ოპტიმალურ და ეფექტურ გადაწყვეტას, როგორც სტანდარტული, ასევე ინდივიდუალური შემოთავაზებით.

თქვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ OceanNet-ის მოქნილობა არის ყოველი მომხმარებლის მოთხოვნის მიღწევის საფუძველი. ყველა მომხმარებლის სურვილის რეალობად ქცევა – ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ჩვენ ვართ ტოტალური გადაწყვეტის პროვაიდერი.

ამგვარად, OceanNet-ში ვერასდროს გაიგებთ პასუხს „არა“! ჩვენ ყოველთვის თქვენს სამსახურში ვართ! ჩვენ არ ვართ ბიუროკრატიზმის მომხრე.OceanNet მხარს უჭერს პირდაპირ კომუნიკაციას ყველაფერში. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ჩვენს კლიენტებს მოვემსახუროთ ლოკალურად, თავიანთ მშობლიურ ენაზე.

რაც არ უნდა მოხდეს, თქვენს ტვირთს სათანადო ყურადღება სჭირდება. თქვენ უნდა იყოთ კმაყოფილი ჩვენი მომსახურებით. არც მეტი, არც ნაკლები. ეს არის ჩვენი მიზანი, ყოველი დღის ყოველ წუთს OceanNet-ში!