ტრანსპორტი დასრულდა
ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ

OceanNet უზრუნველყოფს გლობალურ სატრანსპორტო მომსახურებას. სარკინიგზო, საავტომობილო, საჰაერო და საზღვაო სერვისებს. ჩვენი პროფესიონალი და გამოცდილი პარტნიორების გლობალური ქსელი არის გარანტი იმისა, რომ OceanNet- შეუძლია დააკმაყოფილოს მომხმარებლის ნებისმიერი მოთხოვნა და ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ პროფესიონალური და საიმედო ტრანსპორტირება ჩვენი მომხმარებლისთვის, დანიშნულების ადგილის მიუხედავად.

ჩვენი გამოცდილება დიდი ავტომობილების ტრანსპორტირებაში, როგორებიცაა მანქანები, სატვირთო მანქანები, ავტობუსები და მოტორიანი ინდუსტრიული მანქანა-დანადგარები, განსაკუთრებით “Flat Rack” კონტეინერების გამოყენებით, ცნობილია მთელ მსოფლიოში.
ჩვენი სპეციალიზაციაა ასევე ექსკლუზიური მანქანების ტრანსპორტირება. არ არსებობს ისეთი ექსკლუზიური საავტომობილო ბრენდი, რომელიც OceanNet-ს არ გადაუზიდავს.

OceanNet- დასაბუთებულად აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია სპეციალური სატრანსპორტო საშუალების სფეროში, როგორიცაა „Flat Rack” კონტეინერები. თუმცა, ჩვენ ასევე ვიღებთ შეკვეთებს პარტიებად დაშლილი მსხვილი პარტიის, ჩვეულებრივი, მძიმე ტვირთის, (მძიმე) ასაწევი და ლიანდაგით გადასატანი ტვირთების გადაზიდვისთვის. ფაქტიურად, მთლიანი კონტეინერის ტვირთის გადატანა, ანუ FCL გადაზიდვა არის ჩვენი ძირითადი საქმიანობა.

OceanNet კარგად გათვითცნობიერებულია ყველა ტიპის საკონტეინერო გადაზიდვებში. თუმცა, OceanNet-ის საქმიანობის არსი არის და იქნება ის, რომ ჩვენ დაგეხმაროთ ყველა თქვენი ლოგისტიკური მოთხოვნების გადაწყვეტაში. ზუსტად ეს არის ის, რასაც ჩვენ გთავაზობთ, ეს არის ჩვენი მისია!

OceanNet-ის სპეციალიზაციაა კავკასიის ქვეყნებიდან და კავკასიის ქვეყნებში ტრანსპორტირება და კომპანიას აქვს ამ ქვეყნებში ფილიალები. მთავარი ქვეყნებია საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. რა თქმა უნდა ჩვენ ვსაქმიანობთ მთელს ევროპაში, ასევე როგორც ამერიკაში და ჩინეთში:
საქართველო (გაიგე მეტი)
– 
აზერბაიჯანი (გაიგე მეტი)
სომხეთი (გაიგე მეტი)

საქართველოს სერიოზული მიზანი აქვს, რომ ჩამოყალიბდეს როგორც ახალი აბრეშუმის გზის მთავარი პარტნიორი, ინიციატივა, რომელიც მოიაზრებს უძველესი აბრეშუმის გზის აღდგენას. ანაკლიაში ახალი ზღვის პორტის აშენების შემდეგ, საქართველო კიდევ უფრო მომხიბვლელი იქნება ამ თვალსაზრისით, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი. OceanNet-ს აქვს ანაკლიის ზღვის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტული ცოდნა. როდესაც პორტი ამუშავდება, ჩვენ სიამოვნებით გირჩევთ ტვირთის გადაზიდვისას მის გამოყენებას.

OceanNet სთავაზობს მომხმარებელს დამატებით მომსახურებას:
– საკუთარი სატვირთო კონტეინერი (გაიგე მეტი)
ახალი აბრეშუმის გზა (გაიგე მეტი)

Გთხოვთ, დაგვიკავშირდით

ტვირთის გადაზიდვის ყოველ მოთხოვნას ჩვენ სრული სერიოზულობით და პროფესიონალიზმით ვეკიდებით. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ოპტიმალურ და ეფექტურ გადაწყვეტას, როგორც სტანდარტული, ასევე ინდივიდუალური შემოთავაზებით.
თქვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ OceanNet-ის მოქნილობა არის ყოველი მომხმარებლის მოთხოვნის მიღწევის საფუძველი. ყველა მომხმარებლის სურვილის რეალობად ქცევა – ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ჩვენ ვართ ტოტალური გადაწყვეტის პროვაიდერი.
ამგვარად, OceanNet-ში ვერასდროს გაიგებთ პასუხს „არა“! ჩვენ ყოველთვის თქვენს სამსახურში ვართ! ჩვენ არ ვართ ბიუროკრატიზმის მომხრე.OceanNet მხარს უჭერს პირდაპირ კომუნიკაციას ყველაფერში. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ჩვენს კლიენტებს მოვემსახუროთ ლოკალურად, თავიანთ მშობლიურ ენაზე.
რაც არ უნდა მოხდეს, თქვენს ტვირთს სათანადო ყურადღება სჭირდება. თქვენ უნდა იყოთ კმაყოფილი ჩვენი მომსახურებით. არც მეტი, არც ნაკლები. ეს არის ჩვენი მიზანი, ყოველი დღის ყოველ წუთს OceanNet-ში!