ტრანსპორტირება საქართველოში
OceanNet ზრუნავს თქვენი კონტეინერის საქართველოში ტრანსპორტირებაზე. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება საქართველოში და მის გარშემო მდებარე ქვეყნებში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწრაფად, ეფექტიანად და საფუძვლიანად გადავზიდოთ თქვენი ტვირთი, იქნება ეს ზღვით, ხმელეთით თუ ჰაერით. პაპენდრეხტში სათაო ოფისის გარდა, OceanNet-ს ასევე აქვს რამოდენიმე ოფისი საქართველოში, კერძოდ თბილისში, ბათუმში და ფოთში, სადაც ამჟამად 12 ადამიანი მუშაობს.
ლოგისტიკა საქართველოში, ასევე როგორც ყველა კავკასიურ ქვეყნებში, არის ჩვენს გენეტიკაში. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს და კარგად ვერკვევით ამ ქვეყნებში, შესაბამისად ნებისმიერ სხვა ლოგისტიკური სერვისის პროვაიდერზე უკეთესად მოგემსახურებით; ორივე მიმართულებით – ნედერლანდებიდან საქართველოში და საქართველოდან ნედერლანდებში. OceanNet ყოველკვირეულად აწარმოებს FCL კონტეინერების ტრანსპორტირებას თბილისში, ბათუმში და ფოთში. ჩვენ ასევე ვზრუნავთ თქვენი კონტეინერის გადაზიდვაზე ერევანში, სომხეთში, რომელიც ხდება საქართველოს გავლით.
თქვენი ყველა ტვირთის, განსაკუთრებით FCL კონტეინერების, ტრანსპორტირება სრულიად უსაფრთხოა ჩვენთან. ჩვენი სპეციალიზაციაა დიდი ავტომობილების ტრანსპორტირება, როგორებიცაა მანქანები, სატვირთო მანქანები, ავტობუსები და მოტორიანი ინდუსტრიული მანქანა-დანადგარები. ამისთვის ძირითადად ვიყენებთ “Flat Rack” კონტეინერებს.
კავკასიის ქვეყნებიდან და ქვეყნებში ახალი აბრეშუმის გზით საზღვაო ტრანსპორტირებისათვის, ახლო მომავალში გამოვიყენებთ ახალ ზღვის პორტს ანაკლიაში. როგორც საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში ტრანსპორტირების სპეციალისტს, OceanNet-ს უკვე სრული ინფორმაცია აქვს ამ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, უფრო მეტიც, OceanNet პორტის მშენებლობას ეხმარება!
საქართველოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში, შეეხება ეს კონტეინერებს, ტრანსპორტირების მეთოდებს, თუ ახალ ზღვის პორტს ანაკლიაში, დაუკავშირდით ჩვენს ერთ-ერთ პროფესიონალ და ძალიან მეგობრულ სტაფის წევრს, ტელეფონით +31 (0)78 6446244 ან ელ-ფოსტით info@oceannet.nl. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა ჩვენს სპეციალისტს და მათ საკონტაქტო დეტალებს.