კონტეინერის ტრანსპორტირება სომხეთში

OceanNet ზრუნავს თქვენი კონტეინერის სომხეთში ტრანსპორტირებაზე. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება სომხეთში და მის გარშემო მდებარე ქვეყნებში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწრაფად, ეფექტიანად და საფუძვლიანად გადავზიდოთ თქვენი ტვირთი, იქნება ეს ზღვით, ხმელეთით თუ ჰაერით. პაპენდრეხტში სათაო ოფისის გარდა, OceanNet-ს ასევე აქვს რამოდენიმე ოფისი კავკასიაში, თბილისის და ბაქოს ჩათვლით.

ლოგისტიკა სომხეთში, ასევე როგორც ყველა კავკასიურ ქვეყნებში, არის ჩვენს გენეტიკაში. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს და კარგად ვერკვევით ამ ქვეყნებში, შესაბამისად ნებისმიერ სხვა ლოგისტიკური სერვისის პროვაიდერზე უკეთესად მოგემსახურებით; ორივე მიმართულებით – ნედერლანდებიდან სომხეთში და სომხეთიდან ნედერლანდებში. OceanNet ყოველკვირეულად აწარმოებს FCL კონტეინერების ტრანსპორტირებას სომხეთში, განსაკუთრებით ერევანში.

თქვენი ყველა ტვირთის ტრანსპორტირება სრულიად უსაფრთხოა ჩვენთან. ჩვენი სპეციალიზაციაა დიდი ავტომობილების ტრანსპორტირება, როგორებიცაა მანქანები, სატვირთო მანქანები, ავტობუსები და მოტორიანი ინდუსტრიული მანქანადანადგარები. ამისთვის ძირითადად ვიყენებთ “Flat Rack” კონტეინერებს.

კავკასიის ქვეყნებიდან და ქვეყნებში ახალი აბრეშუმის გზით საზღვაო ტრანსპორტირებისათვის, ახლო მომავალში გამოვიყენებთ ახალ ზღვის პორტს ანაკლიაში. როგორც კავკასიაში ტრანსპორტირების სპეციალისტს, OceanNet უკვე სრული ინფორმაცია აქვს ამ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, უფრო მეტიც, OceanNet პორტის მშენებლობას ეხმარება!

სომხეთში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში, შეეხება ეს კონტეინერებს, ტრანსპორტირების მეთოდებს, თუ ახალ ზღვის პორტს ანაკლიაში, დაუკავშირდით ჩვენს ერთერთ პროფესიონალ და ძალიან მეგობრულ სტაფის წევრს, ტელეფონით +31 (0)78 6446244 ან ელფოსტით info@oceannet.nl. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა ჩვენს სპეციალისტს და მათ საკონტაქტო დეტალებს.